"მონაკომ" "მილანს" შეუტია

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა იტალიურ სპორტულ მედიაში, რომლის თანახმადაც, "მილანის" მესვეურებმა "მონაკოსგან" მაცდური შეთავაზება მიიღეს.

ლაპარაკია 60 მილიონ ევროზე, რომელსაც მონაკოელები ლომბარდიელებს სტეფან ელ შაარავის და კევინ პრინს ბოატენგის სანაცვლოდ სთავაზობენ. მართალია, ადრიანო გალიანის თანხაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ შეთავაზება რომ მიიღო, დაადასტურა:

"სტეფან ელ შაარავის და კევინ პრინს ბოატენგის გადაბირება არაერთ კლუბს სურს, მათ შორის, "მონაკოს" და ვადასტურებ, რომ მეტად სერიოზული წინადადება მივიღეთ. კოლოსალურ თანხებზეა ლაპარაკი და ბუნებრივია, მოლაპარაკებაში ჩაბმა მოგვიწევს.

თუმცა წამყვან ფეხბურთელთა გასხვისება ჩვენს გეგმებში არაა და ისიც არაერთხელ
მითქვამს, რომ სტეფან ელ შაარავი არ იყიდება. სტეფანის და ბოატენგის გარდა, მონაკოელებს კიდევ ერთი ფეხბურთელის გადაბირება სურთ, მაგრამ არც მის გაშვებას ვაპირებთ".

იტალიელმა ჟურნალისტებმა მალევე დაადგინეს, რომ ის კიდევ ერთი მოთამაშე მბაიე ნიანგია, რომელმაც გასულ სეზონში კარგი სახელი დაიგდო. მოკლედ, "მონაკომ" "მილანს" შეუტია, მაგრამ ადრიანო გალიანი ჯერჯერობით მაგრად დგას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ადრიანო გალიანი: სტეფან ელ შაარავი არ იყიდება!
მკითხველის კომენტარები / 1 /
fasshi unda gayidva da egaa me rom viyo egreve mivyididi
mag fulad kavanis moviyvandi
milan
12:51 20-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული