მარიო გომესმა "ფიორენტინასთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა

AutoSharing Option
გერმანული პრესის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდმა მარიო გომესმა ფლორენციის "ფიორენტინასთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა.

იმისთვის, რომ ტრანსფერს თავი მოებას, "ვიოლას" ხელმძღვანელობა მოლაპარაკების ბოლო რაუნდს გამართავს "ბაიერნის" ხელმძღვანელობასთან.

ჯერჯერობით კლუბებს შორის თანხმობა არ არის. ტოსკანელები 15 მილიონ ევროს იხდიან, ბავარიელები კი 20 მილიონს ითხოვენ.

არადა, ხოსეპ გვარდიოლას პრეზენტაციაზე ითქვა, რომ გუნდში თავის შანსს გომესიც მიიღებს.

ფორვარდს "ბაიერნთან" 2016 წლამდე აქვს კონტრაქტი.

ასევე იხილეთ:
მარიო გომესი მადრიდის "ატლეტიკოში"?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული