ნოემბრის დასაწყისიდან გამართულ 8 მატჩში ხოსეპ გვარდილას კლუბმა მხოლოდ 4 ქულა დააგროვა.
აუსტაისდერმა და ბოლო ადგილზე მყოფმა "საუთჰემპტონმაც" კი მანჩესტერელებზე კარგ შედეგს უწია და თავი ერთით მეტ ქულას მოუყარა.
შეხსენებისთვის, პრემიერ ლიგის 17 ტურის შემდეგ "სიტის" 27 ქულა აქვს და მე-7 ადგილზე იმყოფება. გვარდიოლას გუნდი მე-18 ტურში დღეს საკუთარ მოედანზე "ევერტონს" დაუპირისპირდება.