"რომამ" ახალი სეზონი წარმატებულად დაიწყო, ორ მატჩში ორი გამარჯვება მოიპოვა და ექვსი ქულა ჩაიწერა აქტივში. ბრწყინვალედ ასპარეზობს 36 წლის
ფრანჩესკო ტოტი, რომელსაც ასაკი ნამდვილად არ ეტყობა - "ჯალოროსის" მთავარი მწვრთნელი
რუდი გარსია "გაძეტა დელო სპორტს" ესაუბრა, შეგირდები შეაქო და განსაკუთრებით, ტოტი გამოარჩია:
"სეზონის სტარტით კმაყოფილი ვარ და მჯერა, რომ მომდევნო შეხვედრებში კიდევ უკეთ ავთამაშდებით. შეგირდები საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და თითოეულ ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯებიან.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფრანჩესკო ტოტი, რომელიც სამაგალითოა ყველასთვის როგორც წვრთნებზე, ისე მის მიღმა. გარდა იმისა, რომ ჩესკო ფენომენია და ჩემი აზრით, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ის ბრწყინვალე ადამიანია და მასთან ურთიერთობა ერთ რამედ ღირს. უდიდესი სურვილი მაქვს, რომ ტოტისთან ერთად დიდი ტურნირი მოვიგო".
ასევე იხილეთ:
"რომა" ფრანჩესკო ტოტისთან კონტრაქტს ახანგრძლივებს