"ვიცი ხავიერსა და ბენიტესს ერთმანეთთან ჩინებული ურთიერთობები აქვთ, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მასკერანო "ინტერში" გადადის. ხანდახან მწვრთნელისა და ფეხბურთელის კარგი ურთიერთობა ტრანსფერისთვის საკმარისი არ არის. რამდენადაც მე ვხედავ, ჩემი კლიენტი "ლივერპულიდან" "ინტერში" შესაძლოა მხოლოდ ზაფხულის მიწურულს გადავიდეს, მაშინ, როდესაც სატრანსფერო ბაზარი დახურვის პირას იქნება".
რას შეიძლება ნიშნავდეს აგენტის ეს სიტყვები? ერთი შეხედვით მარკო პიკიოლიმ თქვა, რომ მასკერანოს სადმე გადასვლაზე ლაპარაკი არ შეიძლება, რადგან გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ, მეორე მხრივ მან პირდაპირ მიანიშნა ბენიტესსა და ფეხბურთელს შორის თითქმის უკვე მიღწეულ შეთანხმებაზე და ისიც დასძინა, რომ ტრანსფერი დროის ამბავია. თუმცა, რასაკვირველია, ჯერ კიდევ არ შეიძლება "ბარსელონას" ფაქტორის გამორიცხვა. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ "ლივერპულმა" მასკერანის ფასად 50 მილიონი ფუნტი ანუ დაახლოებით 76 მილიონი დოლარი დათქვა.
თუმცა, "ლივერპულზე" რომ ვლაპარაკობთ, კიდევ ერთი რამ შეიძლება ითქვას დაბეჯითებით: "ენფილდ როუდს" აუცილებლად დასტოვებს 21 წლის არგენტინელი მარცხენა მცველი ემილიანო ინსუა. მისი შეძენა "ფიორენტინას" უნდა. მერსისაიდელები მის სანაცვლოს 7,5 მილიონ დოლარს ითხოვენ. არ არის გამორიცხული ინსუას ნაცვლად "ლივერპულში" "უიგანისა" და ჰონდურასის ნაკრების მოთამაშე მეინორ ფიგეროა გამოჩნდეს.