ვალტერ მაცარი: ძლიერ მეტოქესთან დამსახურებულად გავიმარჯვეთ

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ "ფიორენტინასთან" (2:1) იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"გაშვებულმა გოლმა ცოტა ამოგვაგდო რიტმიდან, მაგრამ ის მალევე დავივიწყეთ და საბოლოო ჯამში, ძლიერ მეტოქესთან დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

"ფიორენტინა" ძალიან მჭიდროდ თამაშობს და ამიტომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თამაშის მიმდინარეობას აკონტროლებს, მაგრამ სტატისტიკამ ჩვენა, რომ მეტოქის ბურთის ფლობა 52 პროცენტი იყო, რაც მინიმალური სხვაობაა.

მათი საგოლე მომენტები ჩვენი შეცდომების შედეგად შეიქმნა, არადა, ჩვენ გატანა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში შეგვეძ
ლო, როცა ორი რეალურად სახიფათო კონტრშეტევა გვქონდა.

ასეთი შემადგენლობით "ფიორენტინას" სკუდეტოსთვის ბრძოლაც შეუძლია",
- განაცხადა მაცარიმ.

მე-5 ტურის შემდეგ "ინტერი" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს "ნაპოლისთან" და "იუვენტუსთან" იყოფს. "ნერაძური" ლიდერ "რომას" 2 ქულით ჩამორჩება.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


მომზადებულია Sky Sport Italia-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. V ტური: ბედის ღიმილი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ინტერი მაოცებს....მალადეც
inzagi
16:49 27-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული