ვინჩენცო მონტელა: "მილანს" ფეხიც არ გავანძრევინეთ [VIDEO]

AutoSharing Option
"ფიორენტინას" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ სერია A-ს 11-ე ტურში "მილანთან" სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"სან სიროზე" 2 ნოემბერს გამართულ შეხვედრაში ფლორენციელები ანგარიშში ხუან მანუელ ვარგასმა 27-ე წუთზე დააწინაურა. 73-ეზე კი ბორხა ვალერომ მასპინძლებს ცივი წყალი გადაასხა - 0:2 "ფიორეს" სასარგებლოდ, "მილანისა" და მისი თავკაცის, მასიმილიანო ალეგრის მდგომარეობა კი კიდევ უფრო დამძიმდა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

"ჩვენი მოთამაშეების მიერ კარგი ფეხბურთის ჩვენების მიზეზი ისაა, რომ ჩვენ მომავალს კი არ გავყურებთ, არამედ უბრალოდ, კონკრეტულ მატჩზე ვაკეთებთ კონცენტრაციას.

"სან სიროზე" მოსული გულშემატკივარი მაგრად
გავანერვიულეთ, რადგან "მილანს" ფეხი არ გავანძრევინეთ. "ფიორენტინა" აკონტროლებდა თამაშს მთელი 90 წუთის განმავლობაში, "მილანმა" კი ბრძოლა ვერაფრით გაგვიჩაღა.

ყველა ხელს მასიმილიანო ალეგრისკენ იშვერს? ასეა იტალიაშიც და სხვაგანაც - გამარჯვების შემდეგ ყველა ფეხბურთელებს აქებს, მარცხის დროს კი მწვრთნელს აკრიტიკებს",
- თქვა მონტელამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული