ალბათ იცით, რომ სპალეტის აქტიურად უკავშირებენ "მილანს" და თავად სპეციალისტმაც სულაც არ გამორიცხა "როსონერიში" გადაბარგება. მეტიც, ისიც თქვა, ზუსტად ეს პერიოდი იქნება ახალი მწვრთნელისთვის იდეალური გუნდის ჩასაბარებლად, რადგან მან სიტუაციის დალაგება მოასწროს და მომავალ სეზონს უკვე მომზადებული შეხვდესო.
"მწვრთნელისთვის, ალბათ, ეს იდეალური დროა "მილანში" მისასვლელად. ყველას
რატომ გგონიათ, რომ მარიო ბალოტელისთან მუშაობა არ მინდა? მისთვის რამდენიმე რჩევა მაქვს. იგი ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია. უბრალოდ, სწორად ხელმძღვანელობა და მიდგომა სჭირდება" - აღნიშნა 54 წლის სპეციალისტმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"