რუდი გარსია: ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, ახლა დაველოდოთ კონკურენტებს [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში რუდი გარსიას "რომამ" იოლი გამარჯვება მოიპოვა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ლივორნოზე" - 3:0.

მე-6 წუთზე ანგარიში საეჭვო სიტუაციაში გაიხსნა, პასის მიღების მომენტში ჟერვინიო შესაძლოა, თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მისი პასით მატია დესტრომ ფაქტობრივად ცარიელი კარი დალაშქრა.

36-ე წუთზე დესტროს დარტყმული კარის ხაზიდან მცველმა გამოიტანა, მაგრამ იყოჩაღა ჰოლანდიელმა კევინ სტროტმანმა.

78-ე წუთზე  ბელგიელი რაჯა ნაინგოლანის პასით შორი მანძილიდან თავი ადემ ლიაიჩმა გამოიჩინა.

"რომა" 47 ქულით მეორე ადგილზეა ჩემპიონატში. მატჩის შემდეგ რუდი გარსიამ დაადასტურა, რომ "რომა" ბრაზილიელ მიშელ ბაშტოშს ყიდულობს.

რუდი გარსია
(რომა): "გამარჯვებით კმაყოფილი ვარ - გუნდმა სამი გოლი ისე გაიტანა, არ გაუშვია. მეტოქეს არაფერი გავაბედვინეთ. ახლა ვნახოთ, რას იზამენ, ჩვენი კონკურენტები".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტროტმანი ჰოლანდიელია ავტორო.
Mamuka
13:00 19-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული