აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად აზერბაიჯანული გუნდის მწვრთნელმა კიანან ქერიმოვმა დაადასტურა და თქვა, რომ მხარეებს შორის მოალაპრაკება მიმდინარეობს. მისი თქმით, შეთავაზება თავად ფეხბურთელის აგენტისგან მოვიდა და რაჯა "ქარვანში" კარიერის გაგრძელებით ძალიან დაინტერესებულია.
"არის გარკვეული პირობები, რაზეც უნდა შევთანხმდეთ. ყველა დეტალს ვერ ვამხელ. შემიძლია მხოლოდ დავამატო, რომ ბელგიელმა ნახევარმცველმა კარგად იცის ჩვენი კლუბის მდგომარეობა და მიზნები", - განაცხადა ქერიმოვმა.
ინფორმაციისთვის, ნაინგოლანის ბოლო კლუბი
რაც შეეხება "ქარვანს" კლუბი აზერბაიჯანის პირველ ლიგას 5 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმალური რაოდენობით ლიდერობს.