კრისტიან კივუს ოპერაციას გაუკეთებენ, აქამდე მხოლოდ გვამებზე რომ ჩატარებულა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მცველ კრისტიან კივუს უახლოეს მომავალში მესამე ოპერაციას გაუკეთებენ ფეხის თითების მყესებზე.

როგორც CNN-ის კორესპონდენტი ტანკრედი პალმიერი იუწყება, ამ ქირურგიული ჩარევის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ აქამდე მსგავსი ტიპის ოპერაციები მხოლოდ გვამებზე ჩატარებულა.

გასული წლის აგვისტოში კივუს პირველი ოპერაცია მარჯვენა ფეხზე ჩაუტარდა. კივუს აგენტის თქმით, ფეხბურთელის კარიერის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მიმდინარე სეზონში 33 წლის მცველს ერთი მატჩიც არ უთამაშია. მისი კონტრაქტი "ინტერთან" მიმდინარე წლის ივნისში იწურება, თუმცა გათვალისწინებულია მისი ერთი წლით გახანგრძლივების ოფცია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხოო, რა ჟურნალისტები გვყავს? ჰა ჰა. რა უნდა იცოდნენ, მხოლოდ რაღაცეებს თარგმნიან რუსული სპორტული საიტებიდან და ეს არის მათი ჟურნალისტობა.
ynwa
19:19 14-02-2014
0
მკვდარს მყესების ოპერაცია რაში სჭირდება? სათაური მაინც შეარჩიეთ.------------------მკვდარს კი არ ჭირდება,ექიმებს ჭირდებათ პრაქტიკის გასავლელეად...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული