ემილიური კლუბი რუსმა და კვიპროსელმა ინვესტორებმა შეიძინეს, რომელთა შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი და როგორც შეგვპირდნენ, უახლოეს დღეებში ყველაფერი გაცხადდება.
ერთი და მთავარი უკვე ვიცით, "პარმა" გირარდის აღარ ეკუთვნის, კლუბის სანაცვლოდ კი მან 5 მილიონი ევრო მიიღო. დიახ, ეს სიმბოლური თანხაა, ახალმა ინვესტორებმა კი კლუბის ყველა ვალი საკუთარ თავზე აიღეს.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში "პარმა" ბოლო ადგილზეა და სერია B-ში გავარდნის ყველაზე რეალური კანდიდატია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"