"როსონერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ 23 წლის ფორვადმა ახალ გუნდში გადასვლის თაობაზე თანხმობა განაცხადა.
"მილანი" დესტროს იჯარის წესით სეზონის ბოლომდე აიყვანს. გარიგების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
"რომას" შემადგენლობაში დესტრომ 16 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.