მატია დესტრო "მილანის" ღირსებას 9-ნომრიანი მაისურით დაიცავს

AutoSharing Option
"მილანმა" ოფიციალურად დაადასტურა "რომადან" იჯარით იტალიის ნაკრების თავდამსხმელის, მატია დესტროს სეზონის ბოლომდე აყვანა, ფეხბურთელის საბოლოო გამოსყიდვის უფლებით.

როგორც მილანური კლუბის ოფიციალური "ტვიტერი" იუწყება, 23 წლის თავდამსხმელი ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. კლუბები გარიგების ფინანსურ მხარეს ჯერჯერობით არ ამზეურებენ.

დავძენთ, რომ იტალიური სერია A-ს მიმდინარე სეზონში დესტრომ რომაული კლუბის მაისურით 16 მატჩი (8 ძირითადში) ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული