ჩამქრალი კლუბი: ოდესმე დიდი ყოფილა "პარმა"...

AutoSharing Option
ფეხბურთში დრო სწრაფად მიქრის. ერთ დროს "პარმა" სუპერკლუბი იყო, ახლა კი გაკოტრებულია. იტალიურ გუნდში არაერთ სუპერვარსკვლავს უთამაშია. მოდი, გავიხსენოთ ამ გუნდის დიდი ფეხბურთელები.

მარსიო ამოროზო, ბრაზილია
"პარმაში" შეტევის წინა ხაზზე თამაშობდა. მოიგო იტალიის სუპერთასი. გუნდის შემადგენლობაში 39 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

ფაუსტინო ასპრილია, კოლუმბია
ორჯერ იყო "პარმაში". მოიგო თასების მფლობელთა თასი, ევროპის სუპერთასი და უეფას თასი (ორჯერ). კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი, ფანების ჯილა. 101 მატჩში 48 გოლი გაიტანა.

დინო ბაჯო, იტალია
"პარმას" ერთ-ერთი ლიდერი. გუნდის სიმბოლო.
172 მატჩში 20 ბურთი შეაგდო. "პარმასთან" ერთად ორჯერ მოიგო უეფას თასი. ასევე, იმარჯვა იტალიის თასზე და ქვეყნის სუპერთასზე.

აბელ ბალბო, არგენტინა
ცოტა ხანს იცავდა გუნდის ღირსებას. მოიგო უეფას თასი და იტალიის თასი. 25 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

ანტონიო ბენარივო, იტალია
შეუცვლელად თამაშობდა "პარმას" დაცვაში. 257 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. კლუბთან ერთად მოიგო იტალიის თასი (სამჯერ), თასების თასი, უეფას სუპერთასი, უეფას თასი (ორჯერ), იტალიის სუპერთასი.

ალენ ბოგოსიანი, საფრანგეთი
89 მატჩი გამართა "პარმას" შემადგენლობაში და 10 გოლი გაიტანა. მოიგო უეფას თასი და იტალიის თასი.

ჯანლუიჯი ბუფონი, იტალია
იტალიის ნაკრების მეკარემ "პარმას" შემადგენლობაში 168 მატჩი გამართა და 159 გოლი გაუშვა. მოიგო უეფას თასი, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი.

ხუან სებასტიან ვერონი, არგენტინა
26 მატჩი ჩაატარა "პარმაში" და 1 გოლი გაიტანა. გახდა უეფას თასისა და იტალიის თასის მფლობელი.

ჯანფრანკო ძოლა, იტალია
კლუბის ერთ-ერთი ლეგენდა. 102 მატჩში 49 გოლი გაიტანა. მოიგო ევროპის სუპერთასი და უეფას თასი.

მარკო დი ვაიო, იტალია
83 მატჩი, 41 გოლი - ასეთია მისი მონაგარი. "პარმასთან" ერთად მოიგო იტალიის თასი და სუპერთასი.

ფაბიო კანავარო, იტალია
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა პარმელთა შემადგენლობაში 212 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის ავტორი გახდა. უეფას თასი, იტალიის თასი (ორჯერ), იტალიის სუპერთასი - ეს ის ტიტულებია, რომლებიც ფაბიომ გუნდთან ერთად მოიგო.

ერნან კრესპო, არგენტინა
162 შეხვედრაში 72 გოლი გაიტანა. უეფას თასი, იტალიის თასი (ორჯერ) და იტალიის სუპერთასი მოიგო.

მასიმო კრიპა, იტალია
147 მატჩში 9 გოლი მიითვალა. გუნდთან ერთად ევროპის სუპერთასი და უეფას თასი მოიგო.

ენრიკო კიეზა, იტალია
ტანმორჩილმა ფორვარდმა "პარმაში" 92 მატჩი ჩაატარა და 33 ბურთი გაიტანა. უეფას თასი და იტალიის თასი დაინადავლა გუნდთან ერთად.

არიელ ორტეგა, არგენტინა
პატარა გამთამაშებელმა "პარმაში" 18 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. არცთუ წარმატებული პერიოდი ჰქონდა გუნდში, მაგრამ მაინც მოიგო იტალიის სუპერთასი.

რობერტო სენსინი, არგენტინა
191 მატჩში 11 გოლი მიითვალა. ორჯერ მოიგო უეფას თასი და ამდენჯერვე - იტალიის თასი.

მარიო სტანიჩი, ხორვატია
77 თამაში, 19 გოლი - ასეთია ბალკანელის მონაგარი. უეფას თასს იტალიის თასი და ქვეყნის სუპერთასი მიაყოლა.

კლაუდიო ტაფარელი, ბრაზილია
85 მატჩში 72 გოლი გაუშვა. ბრაზილიის ნაკრების მეკარემ გუნდთან ერთად მოიგო თასების თასი და იტალიის თასი (ორჯერ).

ლილიან ტურამი, საფრანგეთი
201 შეხვედრა ჩაატარა "პარმაში" და მეტოქის კარი ერთხელ აიღო. უეფას თასი, იტალიის თასი და იტალიის თასი - ეს იმ ჯილდოების ჩამონათვალია, რომელიც ფრანგმა "პარმასთან" ერთად მოიგო.

დიეგო ფუზერი, იტალია
81 მატჩი, 10 გოლი "პარმაში". მოიგო უეფას თასი, იტალიის თასი და ქვეყნის სუპერთასი.

მართლაც საწყენია, ასეთი ტრადიციების მქონე და ოდესღაც ასეთი ვარსკვლავების მყოლი გუნდი უფსკრულში რომ გადაეშვა. იმედია, საშველი გამოჩნდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ადრიანო???

და კიდე მოეშვით სტატიების გადმოთარგმნებს,, თქვენ თვითონ Mოიფიქრეთ რამე..

ზუსტად ევროსპორტის სტატიები გაქვთ გადათარგმნილიი.. Gაანძრიეთ ცოტა თავი
0
კი ბროლინი მარტლა მაგარი იკო...
gocha
17:08 25-06-2015
0

სიახლეები პოპულარული