ალესიო რომანიოლიმ "მილანთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
ალესიო რომანიოლიმ "მილანში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

20 წლის მცველი "რომაში" ირიცხებოდა, თუმცა წინა სეზონი იჯარის წესით "სამპდორიაში" გაატარა.

ისიც ვთქვათ, რომ "მილანმა" რომანიოლის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადა და ბონუსების სახით, შესაძლოა, კიდევ 5 მილიონის გადახდა მოუწიოს. კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ ალესიო "მილანს" სიყვარულში გამოუტყდა და შემდეგ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა...

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ნაბიჯი გადავდგი წინ, რადგან მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოვხვდი. მართალია, "მილანს" ჩავარდნა აქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს გუნდის ისტორია და
ტრადიციები. "როსონერის" ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ და იმედი მაქვს, ამ უდიდეს გუნდში ჩემს კვალს დავტოვებ.

- თქვენი ტრანსფერის ინიციატორი, ალბათ, სინიშა მიხაილოვიჩი იყო...
- შედეგზე პასუხისმგებელი მწვრთნელია და შესაბამისად, მან უნდა შეარჩიოს ფეხბურთელები. როდესაც სინიშა მიხაილოვიჩმა "სამპდორია" დატოვა, მითხრა, რომ ჩემ წაყვანას შეეცდებოდა იქ, სადაც მივიდოდა და ასეც მოხდა. ყველანაირად ვეცდები, რომ მწვრთნელის ნდობა გავამართლო.

- ბევრი საუბრობს ალესიო რომანიოლისა და როდრიგო ელის ტრანსფერზე...
- ნდობას გამართლება სჭირდება და ორივემ მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ. როდრიგო შესანიშნავი ფეხბურთელია და არანაკლებ კარგი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, რომ იოლად შევთამაშდებით და "მილანთან" ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული