"კარპიმ" "უდინეზე" 2:1 დაამარცხა, ეს ამ გუნდის მხოლოდ მესამე გამარჯვება იყო ჩემპიონატში.
ფლორენციაში უნიკალური შემთხვევა მოხდა ყველა (ოთხივე) გოლი კომპენსირებულ დროში გავიდა, ერთი პირველი ტაიმის, დანარჩენი სამი კი - მეორის. მოგების შემთხვევაში, "ფიორენტინა" ლიდერ "ინტერს" გადაუსწრებდა, მაგრამ კრიზისში მყოფ "ლაციოსთან" 1:3 წააგო.
პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე ბალდე კეიტამ დააწინაურა "ლაციო". 92-ე წუთზე სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა ანგარიში 2:0 გახადა. ორ წუთში ფაკუნდო რონკალიამ მასპინძლებს იმედი ჩაუსახა, მაგრამ 96-ე წუთზე ფელიპე ანდერსონმა საბოლოო
თამაშის შემდეგ ფელიპე ანდერსონმა აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის, დარჩება თუ არა "ლაციოში", შესაძლოა, მან გუნდი ახლავე დატოვოს და "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს.
"რომამ" და "მილანმა" ერთმანეთს ვერაფერი დააკლეს - 1:1. ანტონიო რუდიგერმა ახლო მანძილიდან დააწინაურა მასპინძლები, მაგრამ მეორე ტაიმში იურაი კუცკამ ჰონდას პასით გაათანაბრა. ეს შედეგი არც ერთ გუნდს არ აწყობდა, არც რუდი გარსიასა და სინიშა მიხაილოვიჩს, ორივეს მოხსნა ემუქრება.
კარპი-უდინეზე 2:1
გოლები: 1:0 პაშიუტი (26), 2:0 ლოლო (70), 2:1 საპატა (72)
ფიორენტინა-ლაციო 1:3
გოლები: 0:1 ბ. კეიტა (45), 0:2 მილინკოვიჩ-სავიჩი (92), 1:2 რონკალია (94), 1:3 ფელიპე ანდერსონი (96)
რომა-მილანი 1:1
გოლები: 1:0 რუდიგერი (4), 1:1 კუცკა (50)
1. ინტერი - 39 ქულა; 2. ნაპოლი - 38; 3. ფიორენტინა - 38; 4. იუვენტუსი - 36; 5. რომა - 34.