სერია A. XXVI ტურის წინ: ხომ არ გატყდება "ნაპოლი"?

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში ერთი გამორჩეული მატჩია: "სტადიო სან პაოლოზე" "ნაპოლი" "მილანს" უმასპინძლებს. ტურს "იუვენტუსი" გახსნის, რომელიც პარასკევს "ბოლონიას" ესტუმრება.

"ნაპოლის" რუბიკონი
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დგება - წინა ტურში "ნაპოლიმ" ლიდერობა დათმო და თანაც, უშუალო კონკურენტისგან მწარე მარცხი იწვნია. ნეაპოლელთა თავკაცს არ დაუმალავს, რომ ამან შეიძლება გუნდს ფსიქოლოგიური პრობლემები შეუქმნას და იქვე დასძინა, რომ ეს დაუშვებელია.

მოკლედ, არის საფრთხე, რომ "ნაპოლი" გატყდება და "იუვენტუსი" პირველ პოზიციას განიმტკიცებს. მით უმეტეს, სამხრეთელებს წინ ურთულესი მატჩი აქვთ, რადგან ნეაპოლში "მილანი"
ჩადის.

ბოლო პერიოდში "მილანმა" მოუმატა, სატურნირო ვითარება გაიუმჯობესა და ჩემპიონთა ლიგის ზონას დაუმიზნა. სინიშა მიხაილოვიჩის თქმით, "ნაპოლისთან" მატჩი უაღრესად მნიშვნელოვანია და მისი გუნდი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, მწვრთნელები ექსპერიმენტებს მოერიდებიან და ნაცად ტაქტიკა-შემადგენლობას დაეყრდნობიან. მაურიციო სარი 4-3-3 სქემას შეარჩევს და წინ ლორენცო ინსინიეს, ხოსე კალეხონს და გონსალო იგუაინს გაამწესებს. მიხაილოვიჩი ისევ 4-4-2-ზე შეჩერდება, შეტევაში კი მბაიე ნიანგს და კარლოს ბაკას ვიხილავთ.

ორივე გუნდი შეტევაზე აკეთებს აქცენტს და წესით, კარგი თამაში უნდა გამოვიდეს. სწორედ ამას პროგნოზირებს "მილანის" მთავარი იმედი კარლოს ბაკა. კოლუმბიელის თქმით, "ნაპოლი" ფავორიტია, მაგრამ "მილანი" პროგრესირებს და "სტადიო სან პაოლოზე" იოლად არაფერს დათმობს.

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე, იგუაინი
მილანი (4-4-2): დონარუმა - დე შილიო, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი - ჰონდა, მონტოლივო, ბერტოლაჩი, ბონავენტურა - ნიანგი, ბაკა

"იუვე" ბოლონიაში
შუა კვირაში "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის პაექრობა აქვს მიუნხენის "ბაიერთან" და შესაბამისად, სერია A-ს მატჩს სხვებზე ადრე ჩაატარებს. ტურინული გრანდი "ბოლონიას" ესტუმრება და წესით, იქაც საინტერესო თამაში უნდა გაჩაღდეს. ეს გუნდები რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს - ორივემ მძიმედ დაიწყო სეზონი, მაგრამ შემდეგ მოუმატეს და მკვეთრად გაიუმჯობესეს სატურნირო ვითარება.

"ბოლონიას" თავკაცი რობერტო დონადონი მიიჩნევს, რომ მის გუნდს ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია და მათ შორის, "იუვენტუსის". დონადონიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაცვაში ჩადგომას არ აპირებს და შეეცდება, რომ მრისხანე მეტოქეს თამაშით აჯობოს.

"იუვენტუსს" საკადრო პრობლემები აქვს და "ბოლონიას" ოპტიმალური შემადგენლობით ვერ დაუპირისპირდება. თანაც, წინ ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩია და მასიმილიანო ალეგრი რამდენიმე ფეხბურთელის დასვენებას აპირებს.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, პაულო დიბალასთან ერთად, შეტევაში სიმონე ძაძას ვიხილავთ, რომელმაც "ნაპოლისთან" შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა და ალეგრისგან პერსონალური ქება დაიმსახურა. ვნახოთ, იქნებ კიდევ გაიბრწყინოს ძაძამ და სულაც, მიუნხენის "ბაიერნთან" შეხვედრაში ვიხილოთ სასტარტო თერთმეტეულში.

პარასკევი. 19 თებერვალი
ბოლონია-იუვენტუსი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კრაფტი, როსეტინი - მანჯუკიჩი, ასამოა, კასერესი, კიელინი, სანდრო, კუადრადო
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +2=8-24, (27-57)

შაბათი. 20 თებერვალი
ვერონა-კიევო 21:00
დისკვალიფიკაცია: რადოვანოვიჩი (კიევო)
ტრავმა: ვივიანი, სუპრაიენი, სილიგარდი - ისკო, მეჯორინი, გამბერინი, ჰეტემაი, პეპე, ფლორო ფლორესი, კაჩატორე
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +3=3-5, (12-13)

ინტერი-სამპდორია 23:45
დისკვალიფიკაცია: მედელი, ტელესი, კონდოგბია (ინტერი)
ტრავმა: დე სილვესტრი, სალა, კარბონერო, დიაკიტე (სამპდორია)
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +19=14-7, (59-36)

კვირა. 21 თებერვალი
ატალანტა-ფიორენტინა 18:00
დისკვალიფიკაცია: სარატე, ალონსო (ფიორენტინა)
ტრავმა: კარმონა, პალეტა - ბენალუანი
ბოლო 6 მატჩი
+0=5-1 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +5=11-16, (30-55)

ჯენოა-უდინეზე 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პავოლეტი, ანსალდი - მერკელი, პასკუალე, დომიცი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +10=5-4, (38-25)

სასუოლო-ემპოლი 18:00
დისკვალიფიკაცია: მარიო რუი (ემპოლი)
ტრავმა: ლარიბი - კოსტა, კროჩე
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +6=3-4, (18-17)

ტორინო-კარპი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბოვო, ასკუა, ძაპაკოსტა - ფედელე, დე გუზმანი, სუაგერი, პაშუტი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=0-1, (1-2)

ფროზინონე-ლაციო 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბასტა, დე ვრი, ჯენტილეტი (ლაციო)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=0-1, (0-2)

რომა-პალერმო 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კაპრადოსი, პონჩე, გომბერი, სტროტმანი - სტრუნა, პოსავეჩი, მარესკა, ბალოგი, სორენტინო, გოლდანიგა
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +11=4-8, (41-33)

ორშაბათი. 22 თებერვალი
ნაპოლი-მილანი 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გრასი - მექსე, დიეგო ლოპესი, ელი, კუცკა, აბატე, მაური
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +8=11-10, (33-33)

ბომბარდირები: 24 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 13 - კარლოს ბაკა (მილანი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია); 10 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მასიმო მაკარონე (ემპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული