როგორი იქნება "ახალი სან პაოლო"

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "გაძეტა დელო სპორტს" ესაუბრა და განაცხადა, რომ სეზონის დასრულებისთანავე, "სტადიო სან პაოლოს" რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.

"ნაპოლის" საშინაო არენას ბოლოს რეკონსტრუქცია 1990 წლის მუნდიალისთვის ჩაუტარდა, მას შემდეგ კი იქ, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა. სტადიონზე 60 ათასი გულშემატკივარი ეტევა, მინდორს და ტრიბუნებს კი ერთმანეთისგან სარბენი ბილიკი ჰყოფს:

"ჩვენი მიზანია, რომ "ნაპოლი" ევროპული ფეხბურთის გრანდი გახდეს, მაგრამ ასეთი სტადიონით ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომ უკვე ავიღეთ კრედიტი, რომლის ფარგლებშიც ჩაგვერიცხება 25 მილიონი ევრო და ამ თანხით, სტადიონის რეკონსტრუქცია მოხდება.

სამწუხაროდ, ჩვენ
ვერ ავაშენებთ სრულიად ახალ, ულტრათანამედროვე არენას, მაგრამ ბევრ რამეს კი ნამდვილად შევცვლით. მთლიანად შეიცვლება ელექტრო და წყალგაყვანილობის სისტემა, რომელიც მოძველებულია. გარემონტდება გასახდელები, ვიპ და პრესლოჟები; მთლიანად შეიცვლება სკამები და დამონტაჟდება ახალი განათება.

სარემონტო სამუშაოები სეზონის დასრულებისთანავე დაიწყება და დიდი ალბათობით, ახალი სეზონის სტარტისთვის ყველაფერი მოესწრება. მოიხსნება თუ არა სარბენი ბილიკები? - ამ ეტაპზე, სარბენი ბილიკების მოხსნა არ იგეგმება, რადგან ეს სამუშაო გაცილებით დიდ თანხას და დროს მოითხოვს. თუმცა, სამომავლოდ, "ნაპოლის" აუცილებლად უნდა ჰქონდეს სუფთა საფეხბურთო სტადიონი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული