სერია A. XXVIII ტურის წინ: "ნაპოლი" ნავსის გატეხვას შეეცდება

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშება გადამწყვეტ ფაზაში შედის და თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. ინტრიგა დიდია, როგორც სკუდეტოსთვის, ისე ევროთასებისთვის ბრძოლაში, ამ უქმეებზე კი საინტერესო ბატალიები გველოდება.

მაურიციო სარის გუნდი "კიევოს" მიიღებს და შეეცდება, რომ ნავსი გატეხოს და გარკვეული პაუზის შემდეგ, სამი ქულა ჩაიწეროს აქტივში.

"ნაპოლი" ტრადიციულად 4-3-3 ტაქტიკით გაირჯება, შეტევაში კი ისევ ხოსე კალეხონს, ლორენცო ინსინიეს და გონსალო იგუაინს ვიხილავთ. ნეაპოლელები ევროასპარეზს დაემშვიდობნენ, მთელი ყურადღება იტალიის ჩემპიონატზე გადაიტანეს და წესით, ვერონელებს დიდი ჯაფა უნდა დაადგეთ.

შაბათი. 5 მარტი
ვერონა-სამპდორია 21:00
დისკვალიფიკაცია:
პაცინი - კორეა
ტრავმა: ვივიანი, სუპრაიენი - სალა, პერეირა, კარბონერო
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +1=6-6, (11-25)

ნაპოლი-კიევო 23:45
დისკვალიფიკაცია: ალბიოლი - გობი
ტრავმა: ელ ქადური - გამბერინი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +11=2-6, (27-19)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული