სერია A. XXVIII ტურის წინ: ომი ლიგის საგზურისთვის

AutoSharing Option
დღეს, 4 მარტს იტალიის სერია A-ს XXVIII ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება.

ტურის ცენტრალური მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" შედგება, სადაც "რომა" "ფიორენტინას" უმასპინძლებს.

ერთმანეთის პირისპირ სატურნირო ცხრილში მესამე და მეოთხე გუნდები წარდგებიან, რომლებსაც 53-53 ქულა აქვთ. ეს ყველაფერი უშეღავათო ბრძოლის საწინდარია.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" ვენდობით, ორივე გუნდი 4-2-3-1 ტაქტიკით გაირჯება, მთავარი ბრძოლა კი, წესით, ცენტრში უნდა გაჩაღდეს. ლუჩანო სპალეტი ედინ ჯეკოს არ სწყალობს და ფრანჩესკო ტოტისთან ერთად, მეტწილად მასაც თადარიგში ტოვებს. ასე იქნება ამჯერადაც, შეტევის წინა ხაზზე კი, სავარაუდოდ, დიეგო პეროტის
ვიხილავთ. სიღრმიდან მოჰამედ სალაჰი, მირალემ პიანიჩი და სტეფან ელ შაარავი შეუტევენ.

ფლორენციელთა თავკაცი პაულო სოუზა ხშირად მიმართავს როტაციას და თავდასხმაში ხან ხუმა ბაბაქარს ათამაშებს, ხანაც ნიკოლა კალინიჩს. ამჯერად, ცენტრფორვარდად ხორვატი მოიაზრება, ზურგს კი ბორხა ვალერო, ფედერიკო ბერნარდესკი და ტელიო გაუმაგრებენ.

სასწორზე 6 ქულა დევს, გამარჯვებული მესამე ადგილზე დამკვიდრდება და თქმა არ სჭირდება, რომ რომში დიდი ბრძოლა გაჩაღდება...

სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-2-3-1): შჩესნი - ფლორენცი, რუდიგერი, მანოლასი, დინე - ნაინგოლანი, კეიტა - სალაჰი, პიანიჩი, ელ შაარავი - პეროტი
ფიორენტინა (4-2-3-1): ტატარუშანუ - რონკალია, გონსალო, ასტორი, ალონსო - ბადელი, ვესინო - ტელიო, ბორხა ვალერო, ბერნარდესკი - კალინიჩი

XXVIII ტური

პარასკევი. 4 მარტი
რომა-ფიორენტინა 23:45
დისკვალიფიკაცია: სარატე (ფიორენტინა)
ტრავმა: კაპრადოსი, პონჩე, გომბერი, დე როსი - ბენალუანი
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +27=12-8, (76-50)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული