ალეგრი ლიგაზე ჯერ არ ფიქრობს
მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს გვარიანად ეჩხუბა, როდესაც მათ "სასუოლოსთან" მატჩს სალიგო რეპეტიცია უწოდეს. შეგახსენებთ, რომ შუა კვირაში ტურინული გრანდი მიუნხენის "ბაიერნს" ესტუმრება და შეეცდება, მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვოს. აქვე, ალეგრის კომენტარი:"რა დროს რეპეტიციაა, როდესაც "ნაპოლი" კუდზე გვაზის და ერთი წაფორხილება შეიძლება ლიდერობის დაკარგვად დაგვიჯდეს. სკუდეტოს მოგება არანაკლებ მნიშვნელოვანია და შესაბამისად, "სასუოლოსთან" აუცილებლად
"სასუოლო" მართლაც კარგ ფორმაშია და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი უკავია. წინა ტურში ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეგირდებმა "მილანი" მოინელეს და შესაბამისად, "იუვესთან" ჯახს ამაღლებულ განწყობაზე ხვდებიან.
თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, მასიმილიანო ალეგრი ამჯერად 4-4-2 ტაქტიკას აირჩევს, შეტევაში გამწესებულ პაულო დიბალას და მარიო მანჯუკიჩს კი შუა ხაზიდან ხუან კუადრადო, კლაუდიო მარკიზიო, სამი ხედირა და პოლ პოგბა დაეხმარებიან.
ჯორჯო კიელინის არყოფნაში, ალეგრი იძულებულია, რომ 4 მცველით ითამაშოს, თუმცა ეს უკანასკნელი საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა და შესაძლოა, "ბაიერნთან" შეხვედრაში ითამაშოს. როგორც ალეგრიმ თქვა, რა დროს "ბაიერნია", როდესაც წინ "სასუოლოსთან" მატჩია.
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ბარძალი, ევრა - კუადრადო, ხედირა, მარკიზიო, პოგბა - დიბალა, მანჯუკიჩი
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, ანტეი, აჩერბი, პელუზო - ბიონდინი, მანიანელი, დანკანი - ბერარდი, სანსონე, ფალჩინელი
"ნაპოლი" სიცილიაზე
"ნაპოლი" "პალერმოს" სტუმრობს, გუნდს, რომელსაც მიმდინარე სეზონში მერვე მწვრთნელი დაუნიშნეს. ამიერიდან, სიცილიელებს ვალტერ ნოველინო გაწვრთნის და ვნახოთ, იხსნის თუ არა გუნდს სერია B-ში დაქვეითებისგან."პალერმო" იქით იყოს და უფრო საინტერესო მაინც "ნაპოლია", რომელიც სკუდეტოსთვის იბრძვის და კუნძულზე აუცილებლად გამარჯვება მართებს. მაურიციო სარი ექსპერიმენტებს ერიდება და შეტევაში ისევ ხოსე კალეხონის, ლორენცო ინსინიეს და გონსალო იგუაინის ტრიოს გაამწესებს. "ნაპოლი" ფავორიტია, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.
"რომა" "უდინეზეს" ესტუმრება და "ნაპოლის" მსგავსად, ლუჩანო სპალეტის გუნდიც უდავო ფავორიტად ითვლება. "ჯალოროსი" შესანიშნავ ფორმაშია. აი, "უდინეზეს" კი რთული დროება უდგას და თამაშს თამაშზე აგებს. სავარაუდოდ, სპალეტი 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს, გამთამაშებლად დიეგო პეროტის გაამწესებს, თავდასხმაში კი - სტეფან ელ შაარავის და მოჰამედ სალაჰს.
საინტერესოა, როგორ ითამაშებენ მილანური გუნდები - "ინტერი" "ბოლონიას" უმასპინძლებს, "მილანი" კი "კიევოს" ესტუმრება. თანაქალაქელებს დაახლოებით თანაბარი სირთულის მატჩები ელით და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენენ თავს...
პარასკევი. 11 მარტი
იუვენტუსი-სასუოლო 23:45
დისკვალიფიკაცია: დეფრელი (სასუოლო)
ტრავმა: კასერესი, კიელინი, სტურარო - ლარიბი, მისიროლი, კანავარო
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +3=1-1, (9-3)
შაბათი. 12 მარტი
ემპოლი-სამპდორია 21:00
დისკვალიფიკაცია: ტონელი (ემპოლი)
ტრავმა: სალა, კარბონერო, ივანი (სამპდორია)
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +9=5-11, (24-31)
ინტერი-ბოლონია 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იოვეტიჩი - კრაფტი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +21=6-7, (63-39)
კვირა. 13 მარტი
კიევო-მილანი 15:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გამბერინი, ინგლეზე - მექსე, დიეგო ლოპესი, ელი, ნიანგი, საპატა, მომტოლივო
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +2=5-20, (16-48)
კარპი-ფროზინონე 18:00
დისკვალიფიკაცია: ბრაავჰეიდი, პაგანინი (ფროზინონე)
ტრავმა: ფედელე, მარტინიო, ვერდი, საბელი - ტონევი, რუსო
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=1-2, (1-3)
ფიორენტინა-ვერონა 18:00
დისკვალიფიკაცია: ბადელი (ფიორენტინა)
ტრავმა: ბენალუანი, ბორხა ვალერო, ვესინო - ვივიანი, სუპრაიენი, მორასი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +10=2-4, (29-18)
ჯენოა-ტორინო 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პავოლეტი, მუნიოსი - ბოვო, გაცი, აველარი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +8=10-7, (34-29)
უდინეზე-რომა 18:00
დისკვალიფიკაცია: პირისი (უდინეზე)
ტრავმა: მერკელი, დომიცი, ფელიპე, ვაგუე - კაპრადოსი, პონჩე, გომბერი, დე როსი, რუდიგერი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +14=10-23, (60-77)
ლაციო-ატალანტა 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დე ვრი, ჯენტილეტი, რადუ, ბასტა - კარმონა, გომესი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 34 თამაში: +17=8-9, (46-28)
პალერმო-ნაპოლი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლაზაარი, გოლდანიგა (პალერმო)
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +7=5-9, (26-31)
ბომბარდირები: 26 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), კარლოს ბაკა (მილანი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია); 11 - მასიმო მაკარონე (ემპოლი), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა); 10 - ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"