"უდინეზეს" დე კანიო, "ატალანტას"?

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრაქტიკულად,  გადაწყვეტილი ამბავია, რომ სერია A-ს მომდევნო ტურს "უდინეზე" და "ატალანტა" ახალი მწვრთნელებით შეხვდებიან.

"ატალანტამ" ბოლო 10 ტურში მხოლოდ 4 ქულა მოაგროვა და არც ერთი თამაში არ მოუგია, "უდინეზეს" აქტივში კი ბოლო 8 ტურში მხოლოდ 5 ქულაა.

ერთი სიტყვით, "უდინეზეს" მთავარი მწვრთნელის პოსტს სტეფანო კოლანტუონო ტოვებს და ბოლო ინფორმაციით, მას ლუიჯი დე კანიო შეცვლის; აი "ატალანტას" თავკაცის, ედი რეიას შემცვლელი კი ჯერ არ სახელდება. თუმცა, ითქვა სავარაუდო კანდიდატები, რომელთა სათავეში ჩეზარე პრანდელია, მის ალტერნატივად
კი ფილიპო ინძაგი და ალესანდრო კალორი მოიაზრებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული