იქამდე 23 წლის შემტევი "მონაკოში" იყო განათხოვრებული, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატს ვერ მოერგო და იტალიაში მალევე დაბრუნდა. ელ შაარავი "რომაში" შესანიშნავად ირჯება, 5 გოლი აქვს გატანილი და გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.
"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, "რომას" მესვეურები სტეფან ელ შაარავის გამოსყიდვას აპირებენ და მზად არიან, რომ სეზონის ბოლოს "მილანს" 13 მილიონი ევრო გადაურიცხონ. სწორედ ამ თანხად არის შეფასებული "პატარა ფარაონი", "ჯალოროსი" კი გამოსყიდვის უპირატესი უფლებით
"რომას" კიდევ ორი ფეხბურთელი ჰყავს იჯარით აყვანილი: ლუკ დინე პსჟ-დან და სალიჰ უჩანი "ფენერბაჰჩედან". იტალიელ ჟურნალისტთა მტკიცებით, მათ გამოსყიდვას რომაელები არ აპირებენ და შესაბამისად, თავიანთ კლუბებში მოუწევთ დაბრუნება.
ცალკე თემაა ფრანჩესკო ტოტი, რომელიც ან ერთი წლით გაახანგრძლივებს "რომასთან" ხელშეკრულებას, ან MLS-ში გადაბარგდება, ან სულაც კარიერას დაასრულებს. მიმდინარე სეზონში, ტოტი მხოლოდ 8-ჯერ გამოჩნდა მოედანზე და სულ 247 წუთი ითამაშა. "იმპერატორის" ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"