- მორიგი ტრიუმფისას რას გრძნობთ?
- თითოეული გამარჯვება დიდ სიხარულს მანიჭებს, ტიტულის მოგება კი ფანტასტიკური შეგრძნებაა.
- რა უნარებს უნდა ფლობდეს კარგი მეკარე?
- საკუთარ თავში უნდა იყოს დარწმუნებული და თანაგუნდელებს სიმშვიდეს გადასცემდეს. მაშინაც კი, როდესაც მეკარე თავს არაკომფორტულად გრძნობს, ეს სხვებს არ უნდა აჩვენოს, რადგან მას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ვამაყობ, რომ მეკარე ვარ და თავის დროზე,
- კარში დგომა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და წნეხია, რასთან გამკლავებაც იოლი არ უნდა იყოს...
- ზოგადად, სპორტში, მეკარეობა ყველაზე რთული საქმეა, რადგან შენი ერთი შეცდომა გუნდს გაშვებულ ბურთად უჯდება. ეს როლი სრულიად განსხვავებულია ყველა დანარჩენისგან და ამავდროულად, საინტერესოა. რაღაცით, მეკარეობა მაზოხისტობას ჰგავს, რადგან მცირე შეცდომა შეიძლება ფატალური გამოდგეს და განტევების ვაცად იქცე. მიუხედავად ამისა, არასდროს გავცვლიდი ჩემს როლს სხვა ამპლუაზე.
- ბრწყინვალე ფორმაში ხართ და ალბათ, მიზნის მიღწევა და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში არ გაგიჭირდებათ...
- იტალიაში ბევრი კარგი მეკარეა და ის, რომ ნაკრებში კვლავაც ნომერ პირველი ვარ, დიდი შრომის ფასად მიჯდება. აქამდე არავის უთამაშია 6 მსოფლიოს ჩემპიონატზე და მინდა, რომ ეს მე გავაკეთო. კიდევ ორი სეზონი აუცილებლად ვითამაშებ ფეხბურთს, შემდეგ კი ვნახოთ, მოტივაციასა და ფიზიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"