სერია A. ბოლო ტური: 25 მოგება 26 მატჩში, ის, რასაც ვერავინ გაიმეორებს [VIDEO]

AutoSharing Option
14 მაისს იტალიის სერია A-ს ბოლო ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

ტურინში "იუვენტუსმა" 5 უპასუხო გოლი გაუტანა "სამპდორიას". აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გოლი ჯორჯო კიელინიმ შეაგდო, რომელიც ტურინულ გუნდში მე-400 თამაშს ატარებდა. კიდევ ორი გოლია მცველების ანგარიშზე, თავი პატრის ევრამ და ლეონარდო ბონუჩიმ გამოიჩინეს, ხოლო შემტევმა პაულო დიბალამ დუბლი შეასრულა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"იუვემ" ჩემპიონატი 91 ქულით და ზედიზედ მეხუთე სკუდეტოთი დაასრულა. ამ გუნდმა ჩემპიონატის რეკორდი გაიმეორა - 22-ჯერ შეინახა კარი მშრალად. აქამდე რეკორდი მხოლოდ "მილანს" ეკუთვნოდა (1993/94 სეზონი).

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ვფიქრობ,
ჩვენ ამ შედეგს - 26 მატჩში 25 გამარჯვებას ვეღარავინ გაიმეორებს, ვერც ჩვენ. განსაკუთრებით "იუვეს" რვა წევრს მინდა მოვულოცო, რომელთაც ზედიზედ მეხუთე სკუდეტო მოიგეს".

"ნაპოლიმ" გავარდნილ "ფროზინონეს" 4 უპასუხო გოლი გაუტანა, ხოლო გონსალო იგუაინმა ჰეთ თრიკი შეასრულა და 36 გოლით ბომბარდირი გახდა. იგუაინმა გუნარ ნორდალის რეკორდი (მილანი, 1949/50) დაამხო, რომელმაც 66 წელიწადი გაძლო (35 გოლი).

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მილანმა" შინ 1:3 წააგო "რომასთან".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სასუოლომ" შინ 3:1 მოუგო მილანის "ინტერს".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
იუვენტუსი-სამპდორია 5:0
გოლები: 1:0 ევრა (5), 2:0 დიბალა (15-პენ), 3:0 დიბალა (37), 4:0 კიელინი (77), 5:0 ბონუჩი (85)
გაძევება: შკრინიარი (14. სამპდორია)

ნაპოლი-ფროზინონე 4:0
გოლები: 1:0 ჰამშიკი (44), 2:0 იგუაინი (52), 3:0 იგუაინი (62), 4:0 იგუაინი (71)
გაძევება: გორი (13. ფროზინონე)

სასუოლო-ინტერი 3:1
გოლები: 1:0 პოლიტანო (6), 2:0 პელეგრინი (26), 2:1 პალასიო (31), 3:1 პოლიტანო (39)
გაძევება: მურილიო (59. ინტერი)

მილანი-რომა 1:3
გოლები: 0:1 სალაჰი (19), 0:2 ელ შაარავი (59), 0:3 ემერსონი (82), 1:3 ბაკა (86)

კვირა. 15 მაისი
ჯენოა-ატალანტა 20:00
კიევო-ბოლონია 20:00
ემპოლი-ტორინო 20:00
უდინეზე-კარპი 22:45
ლაციო-ფიორენტინა 22:45
პალერმო-ვერონა 22:45

1. იუვენტუსი - 91 ქულა; 2. ნაპოლი - 82; 3. რომა - 80; 4. ინტერი - 67; 5. სასუოლო - 61.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სსრკ ს ჩემპიონატს დაამსგავსეს წელს ევროპის ყველა ძლიერი ჩემპიონატი. როცა მთელი სსსრ-ი ოლეგ პროტასოვზე თამაშობდა რომ ევროპის ბომბარდირი გამხდარიყო.თურმე რამდენად ყოფილა ბებერი კონტინენტი ჩამორჩენილი. სსრკ ხომ 24 წელია აღარ არსებობს. ფეხბურთი გახდა უკვე სალაზღანდარო სპორტი ბუკმეკერების ხელში. მომავალ წელს "სასუოლო"იტალიის ჩემპიონი, ხოლო "ლესტერი" ჩემპიონლიგაში გავარდება. ჰოლანდიაში კიდევ "ჰერკულესი" ან "დენ ჰააგი" მოიგებენ "ფეიენოორდი" კი გავარდება როგორც "შტუტგარტი" და "ნიუკასლი".
........
13:32 15-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული