კრისტიან ბროკი "მილანის" ფეხბურთელებს დაერია

AutoSharing Option
"რომასთან" წაგებული მატჩის შემდეგ "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ბროკიმ ემოციები ვერ მოთოკა და გასახდელში ფეხბურთელებს შავი დღე დააწია. როგორც იტალიელი ჟურნალისტები იუწყებიან, ბროკი მთელი ხმით უყვიროდა შეგირდებს და, რაც მთავარია, არც შეურაცხმყოფელ სიტყვებს ერიდებოდა.

მწვრთნელი ყვიროდა, რომ მის შეგირდებს კვერცხები არ აქვთ და შესაბამისად, იმის უნარი, რომ მეტოქეს ბრძოლა გაუმართონ და ღირსეულად მაინც დამარცხდნენ.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ბროკის შეურაცხყოფა ფეხბურთელებმა ვერ აიტანეს და გასახდელში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. 21 მაისს, იტალიის თასის ფინალია და ბოლო ინფორმაციით, კონფლიქტის მოგვარებას კლუბის მესვეურები
ცდილობენ, რათა გუნდი გადამწყვეტ მატჩს მომზადებული შეხვდეს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის თასის მოგებით, "მილანი" ევროპალიგის საგზურს მოიპოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ევროასპარეზს მიღმა დარჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგრად უყვარს ამ კაცს მილანი, აბიატიმ რო დაასრულა კარიერა ცრემლები წამოუვიდა.
giooo
18:58 17-05-2016
0
გენაცვალე ბროკი, ახლა მიდი ერთი და იმ ლენჩ ბებერს ბერლუსკონის აგინე და კაცი იქნები, მაინც არ გაგაჩერებენ დიდხანს და სირცხვილით წასვლას ეგრე ჯობია დაამხე მაგათ ყველაფერი თავზე.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული