24 წლის თავდამსხმელის გასაშვებად კლუბი მზადაა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში 30 მილიონ ევროს გადაიხდიან.
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, გაბიადინის გადაბირებით იტალიური, გერმანული და ინგლისური კლუბები არიან დაინტერესებულნი, კერძოდ: "ვოლფსბურგი", "ჰამბურგი", "ვესტ ჰემი", "სტოკ სიტი", "ფიორენტინა" და "ინტერი".
ამ თემაზე კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა და განაცხადა, რომ მისთვის მთავარია, ისეთ გუნდში მოხვდეს, სადაც მწვრთნელი ნდობას გამოუცხადებს და სათამაშო პრაქტიკა ექნება.
ყოველდღიური სპორტული