ითქვა ისიც, რომ მომდევნო სეზონის შემდეგ ტოტი დაასრულებს კარიერას და "რომას" ტექნიკური დირექტორი გახდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რაც თავად ფეხბურთელმა დაადასტურა:
"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ამ კონტრაქტს დიდხანს ველოდი. ეს იქნება ჩემი 25-ე სეზონი "რომას" შემადგენლობაში და შემდეგ დავასრულებ კიდეც კარიერას. ყოველთვის მსურდა, რომ მხოლოდ ერთ გუნდში მეთამაშა და საბედნიეროდ, ეს ასეც მოხდა.
არადა, მთელი ამ წლების განმავლობაში უამრავი მაცდური შეთავაზება მივიღე და
ტოტიმ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და შემდეგი განაცხადა: "ბედნიერი ვარ იმითაც, რომ კარიერის დასრულების შემდეგ "რომას" ტექნიკურ დირექტორად ვიმუშავებ. უკვე გავაფორმე 6-წლიანი ხელშეკრულება, რომელიც ერთი წლის თავზე ამოქმედდება.
ყოველთვის მინდოდა საკუთარი თავის გამოცდა მენეჯერის როლში და ამის საშუალება მშობლიურ კლუბში მომეცემა. თავს არ დავზოგავ, რომ დირექტორის პოსტიდან კლუბს დიდი სარგებელი მოვუტანო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"