ლეონარდო ბონუჩის "იუვენტუსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა არ სურს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მცველი ლეონარდო ბონუჩი ახლოსაა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან.

Tuttosport-ის ცნობით, არც ფეხბურთელი და არც კლუბია მოხიბლული "მანჩესტერ სიტის" წინადადებით, რომელიც მცველში 60 მლნ ევროს იხდის. როგორც ირკვევა, უახლოეს პერიოდში ბონუჩი "იუვენტუსის" წარმომადგენელთან შეხვედრას გეგმავს, რათა კონტრქტი მისთვის უფრო მომგებიანი პირობებით გაახანგრძლივოს.

29 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა სერია A-ს გასულ სეზონში 36 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ერთი საგოლე პასიცაა. ბოლოს ბონუჩიმ იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული