27 წლის ბელგიელი ნახევარმცველის გადაბირება "მილანს", "რომას" და "ნაპოლისაც" სურთ, მაგრამ ბოლო პერიოდში წინა პლანზე სწორედ "ინტერის" ვარიანტი წამოვიდა.
ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, "ინტერის" წარმომადგენლებმა უკვე შეათანხმეს ფეხბურთელთან პირობები და მზად არიან, მას 5-წლიანი კონტრაქტი და სეზონში 3 მილიონი ევრო შესთავაზონ. ფეხბურთელი თანახმაა, "ზენიტი" კი ჯერ ვაჭრობს მილანურ გრანდთან - რუსებს 22 მილიონი ევროს აღება სურთ, რაც იტალიური კლუბის ჩინელ მესვეურებს ეძვირათ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ამასობაში, "ინტერმა"
რეალ სოლტ ლეიკი-ინტერი 1:2
გოლები: 1:0 ალენი (18), 1:1 დამბროზიო (42), 1:2 იოვეტიჩი (90)
ინტერი (4-4-2): ჰანდანოვიჩი (58. კარიცო) - დამბროზიო, მირანდა (46. ნაგატომო), რანოკია, ანსალდი (58. მანგუე) - ერკინი (46. ბესა), კონდოგბია (58. გნუკური - 82. დელა ჯოვანა), მელო (68. ბაკაიოკო), ბიაბიანი (46. ძონტა) - პალასიო (77. პინამონტი), იკარდი (46. იოვეტიჩი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"