ტურის ცენტრალური მატჩი "სან პაოლოზე" გაიმართა, სადაც "ნაპოლი" "ლაციოს" 1:1 დაუზავდა. შედეგად, ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო სამეულში შეღწევა.
52-ე წუთზე მარეკ ჰამშიკმა მასპინძლები წინ გაიყვანა, მაგრამ ბალდე კეიტამ "ლაციოს" ქულა გადაურჩინა. რომაელები "მილანს" ქულებით დაეწივნენ, თუმცა "მილანი" დღეს თამაშობს.
"ტორინომ" 5:1 გაანადგურა "კალიარი", მორიგი ორი გოლი გაიტანა ანდრეა ბელოტიმ.
შაბათი. 5 ნოემბერი
ტორინო-კალიარი 5:1
გოლები: 1:0 ბელოტი (2), 2:0 ლიაიჩი (11), 3:0 ბენასი (38), 3:1 მელკიორი (41), 4:1
გაძევება: დესენა (58. კალიარი)
ნაპოლი-ლაციო 1:1
გოლები: 1:0 ჰამშიკი (52), 1:1 ბ. კეიტა (54)
კვირა. 6 ნოემბერი
პესკარა-ემპოლი 15:30
კიევო-იუვენტუსი 18:00
ჯენოა-უდინეზე 18:00
პალერმო-მილანი 18:00
სასუოლო-ატალანტა 18:00
ფიორენტინა-სამპდორია 21:00
ინტერი-კროტონე 21:00
რომა-ბოლონია 23:45
1. იუვენტუსი - 27 ქულა; 2. რომა - 23; 3. მილანი - 22; 4. ლაციო - 22; 5. ნაპოლი - 21.