ადილ რამიმ საფრანგეთი 2011 წელს დატოვა, როდესაც "ლილიდან" "ვალენსიაში" გადავიდა. 2014 წელს ის "მილანს" შეუერთდა, ერთი წლის შემდეგ კი პრიმერა დივიზიონში დაბრუნდა და კონტრაქტი "სევილიასთან" გააფორმა.
ანდალუსიურ გუნდში ორ სეზონში 76 შეხვედრის ჩატარების შემდეგ რამიმ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.
არაოფიციალური ინფორმაციით, "მარსელს" ტრანსფერი 6 მილიონი ევრო დაუჯდა.