უნაი ემერი: კხირხოვიაკი უნდა წავიდეს

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" ესპანელმა თავკაცმა უნაი ემერიმ განაცხადა, რომ პოლონელმა გჟეგოჟ კრიხოვიაკმა სხვა გუნდი უნდა ეძებოს.

"ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. იგი ვერაფრით ჩაეწერა პსჟ-ში და მისთვის საუკეთესო ვარიანტი სხვა გუნდის მონახვა იქნება. არადა, ის ბრწყინვალე ფეხბურთელია და სხვა სტილის გუნდში ძველებურად ათამაშდება", - განაცხადა ემერიმ.

კრიხოვიაკი პსჟ-ში "სევილიადან" გადავიდა, სადაც სწორედ ემერის ხელმძღვანელობით თამაშობდა.

ლიგა ერთის გასულ გათამაშებაში 27 წლის ფეხბურთელმა 11 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 7 სასტარტო შემადგენლობაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული