დიდიე დეშამი: ბელორუსმა პირველი მატჩი წააგო, თუმცა ბევრი მომენტი შექმნა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ბელორუსის ეროვნულ გუნდთან მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის მომავალ მატჩზე ისაუბრა.

"ჩვენი თამაში უნდა გამოვაცოცხლოთ. გუნდში პრობლემები გვაქვს - დიაბისა და კლიშის თამაში საეჭვოა.

მატჩში ტაქტიკურ ბრძოლას ველოდები. შევეცდებით, მოვუმატოთ და ბევრი მომენტი შევქმნათ.

ბელორუსის ნაკრებმა პირველი მატჩი წააგო, თუმცა ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ბევრი მომენტი შექმნა", - თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებმა ფინეთს გასვლით შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით მოუგო. საქართველოს ნაკრებმაც ბელორუსები იგივე ანგარიშით დაამარცხა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული