კარიმ აიტ-ფანა ექვს თვეს გამოტოვებს

AutoSharing Option
“მონპელიეს” ერთ-ერთი ლიდერი კარიმ აიტ-ფანა საკუთარ გუნდს დიდი ხანი ვერ დაეხმარება. მაროკოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და თამაშს მინიმუმ 6 თვე ვერ შეძლებს.

23 წლის ფეხბურთელი, რომელიც აფრიკის ერთა თასის შესარჩევი მატჩისთვის ეროვნულ გუნდთან ერთად ემზადებოდა, ვარჯიშზე დაშავდა. მაროკომ მოზამბიკის ნაკრები აიტ-ფანას გარეშეც დაამარცხა, ანგარიშით 4:0 და ფინალურ ეტაპზე გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული