ლორან ბლანი პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი გახდა

AutoSharing Option
პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი გახდა. ამის შესახებ პარიზული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია.

მთავარი მწვრთნელის პოსტზე 47 წლის ფრანგმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტი შეცვალა, რომელიც კარიერას მადიდის "რეალში" გააგრძელებს.

კარლო ანჩელოტი "პარი სენ-ჟერმენისგან" გათავისუფლდა

აქვე გეტყვით, რომ ბლანის კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2015 წლამდე მოქმედებს.

ბლანი მოვალეობის შესრულებას 1 ივლისიდან შეუდგება, როცა გუნდის ფეხბურთელები შვებულებას დაასრულებენ და 2013/14 წლების სეზონისთვის მზადებას დაიწყებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული