ერიკ აბიდალი: დანი ალვეშმა თავისი ღვიძლის ნაწილი შემომთავაზა

AutoSharing Option
"მონაკოს" მცველმა ერიკ აბიდალმა ჟურნალისტებს გასაოცარი ამბავი უამბო. თურმე მისი ყოფილი პარტნიორი "ბარსელონაში", დანი ალვეში მზად იყო, ფრანგი ფეხბურთელის დონორი გამხდარიყო.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის აბიდალს ცოტა ხნის წინ ღვიძლის სიმსივნე აღმოაჩნდა და მისი გადანერგვა დასჭირდა.

"ალვეში ჩემი კარგი მეგობარია და მასთან ყველაფერზე შემიძლია, დაუფარავად ვილაპარაკო.

ის ბრწყინვალე ადამიანია და ყოველთვის მხარში მედგა. ჩემთვის მძიმე პერიოდში, როდესაც საქმე ოპერაციამდე მივიდა, მან საკუთარი ღვიძლის ნაწილი შემომთავაზა.

რა თქმა უნდა, დათანხმება არც მიფიქრია, რადგან ის ხომ პროფესიონალი ფეხბურთელია. ასეთი რამ კი მნიშვნელოვნად
დააზარალებდა მის კარიერას.

ასე რომ, ჩვენი ურთიერთობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მეგობრობა",
- უთხრა აბიდალმა გამოცემა AS-ს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული