პოლ პოგბამ უარი თქვა პსჟ-ის შეთავაზებულ კონტრაქტზე, 15 მლნ ევროს ხელფასით

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა პოლ პოგბამ უარი თქვა "პარი სენ-ჟერმენის" შეთავაზებულ კონტრაქტზე, სადაც ხელფასად წლიური 15 მლნ ევრო იყო გათვალისწინებული. ამის შესახებ იტალიური მედია ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროს ცნობით, ევროპულ სუპერკლუბებს პოგბას ტრანსფერზე ჭიდილი აქვთ გაჩაღებული, თუმცა უპირატესობას "რეალი" ფლობს, რომელიც თავისი ყოფილი ნახევარმცველის, ზინედინ ზიდანის გავლენას იყენებს.

მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ პსჟ და "იუვენტუსი" პოგბას ფასზე შეთანხმდნენ, თუმცა თავად ფრანგი ფეხბურთელი არ დააკმაყოფილა პირადი კონტრაქტის პირობებმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული