სასწაული უნდა მოხდეს, რომ მიმდინარე სეზონში პსჟ-მა ჩემპიონობას ვერ მიაღწიოს.
პსჟ-ს 19 მატჩში 51 ქულა აქვს და მეორეადგილოსან "მონაკოს" 19 ქულით უსწრებს.
საოცარი და კურიოზული კი ის არის, რომ "მონაკო" (32 ქულა) უფრო ახლოს არის მე-19 ადგილზე მყოფ "ტულუზთან" (17 ქულა), ვიდრე პირველადგილოსან პსჟ-სთან.
აქვე გეტყვით, რომ პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო სამი სეზონის გამარჯვებულია.