ლიგა 1. XXI ტური: ბენ-არფამ "ნიცას" სამი ქულა მოუტანა

AutoSharing Option
გუშინ, 15 იანვარს, საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც "ნიცა" საკუთარ მოედანზე მის უშუალო კონკურენტ "ანჟერს" დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

24-ე წუთზე სტუმრები პიერიკ კაპელემ დააწინაურა, თუმცა "ნიცამ" გამარჯვების მოპოვება 4 წუთის ინტერვალში მოახერხა - მე-80 და 84-ე წუთებზე დუბლი ატემ ბენ-არფამ გაიფორმა.

"ნიცას" ამ გამარჯვებით 33 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მეორე ადგილოსან "ანჟერს" კი მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება. დღეს ითამაშებს საქართველოს ნაკრების კაპიტნის ჯაბა
კანკავას
გუნდი "რეიმსი", რომელიც სტუმრად" "აიაჩოს" დაუპირისპირდება.

ლიგა 1. XXI ტური
16 იანვარი
ტულუზი-პსჟ 20:00
გენგამი-ნანტი 23:00
ტრუა-რენი 23:00
ბორდო-ლილი 23:00
გაზ. აიაჩო-რეიმსი 23:00
ბასტია-მონპელიე 23:00

17 იანვარი
ლორიანი-მონაკო 17:00
კაენი-მარსელი 20:00
სტ. ეტიენი-ლიონი 00:00.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული