საფრანგეთის ლიგის თასი. 1/2-ფინალი: პსჟ-მა არგენტინელთა გოლებით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 იანვარს საფრანგეთის ლიგის თასის 1/2-ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც "პარი სენ-ჟერმენმა" "ტულუზი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

პარიზში გამართულ შეხვედრაში ანგარიში პსჟ-ის არგენტინელმა თავდამსხმელმა ესეკიელ ლავეციმ 65-ე წუთზე გახსნა. უპირატესობა ორბურთიანი კი მისმა თანამემამულე ანხელ დი მარიამ 72-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით გახადა.

პსჟ საფრანგეთის ლიგის თასის გადამწყვეტ შეხვედრაში "ლილს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული