გაჭირვებით იმარჯვეს "კორინთიანსმა" და "სანტოსმა". სარეზერვო შემადგენლობით მოთამაშე "ტიმაომ" ერთ-ერთ აუტსაიდერ "იტუანოს" მოუგო და ზედიზედ 5 ფრის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა. "სანტოსმა" კი "ატლეტიკო სოროკაბა" ნეიმარის გარეშე დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ანგარიში ვალტერ
***
დასრულდა "ტაკა გუანაბარა", რომლის გამარჯვებულიც "ბოტაფოგო" გახდა და ეს ტურნირი ისტორიაში მეშვიდედ მოიგო. ფინალური შეხვედრის ერთადერთი გოლი ცენტრალურმა მცველმა ლუკასმა გაიტანა. "ფოგომ", რიო დე ჟანიეროს შტატის ჩემპიონობისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა და მინიმუმ სუპერფინალში თამაში გაინაღდა.
თუ "ტაკა რიოს", რომელიც ამ შაბათ-კვირას დაიწყება, გამარჯვებულიც "ბოტაფოგო" გახდა, მაშინ გუნდი შტატის ჩემპიონი ავტომატურად გახდება, ხოლო თუ მას რომელიმე სხვა გუნდი მოიგებს, ის სუპერფინალში სწორედ ოსვალდო დე ოლივეირას სამწყსოს დაუპირისპირდება.
აქვე აღვნიშნოთ, რომ "ბოტაფოგოს" კარიოკა 19-ჯერ აქვს მოგებული, რაც "დიდი ოთხეულის" ("ფლუმინენსე", "ფლამენგო", "ვასკო და გამა", "ბოტაფოგო") გუნდებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
პაულისტა. XI ტური.
კორინთიანსი-იტუანო 3:2
გოლები: 1:0 ედენილსონი (17), 1:1 კლებერი (24), 2:1 გილერმე (34), 2:2 ლუსიანო (37), 3:2 ფელიპე მონტეირო (87).
ატლ. სოროკაბა-სანტოსი 1:2
გოლები: 0:1 მონტილიო (16), 0:2 ანდრე (45), 1:2 ტიაგო მარკეში (49).
სან პაულო-პალმეირასი 0:0
უნიაო ბარბარენსე-ბრაგანტინო 0:0
ოესტე-XV დე პირასიკაბა 3:0
პენაპოლენსე-პაულისტა 2:0
ბოტაგოფო სპ-მოჟი მირიმი 2:0
სან ბერნარდო-ლინენსე 2:0
პონტე პრეტა-სან კაეტანო 3:1
მირასოლი-გუარანი 1:1
სატურნირო მდგომარეობა: 1. სან პაულო (10 თამაში) – 23 ქულა, 2. პონტე პრეტა – 23, 3. სანტოსი – 21, 4. ბოტაფოგო სპ – 21, 5. მოჟი მირიმი – 20, 6. კორინთიანსი – 18, 7. პალმეირასი (10 თ) – 17, 8. ლინენსე – 17, 9. პენაპოლენსე – 16, 10. ოესტე – 14, 11. ბრაგანტინო – 14, 12. პაულისტა (10 თ) – 13, 13. მირასოლი – 12, 14. სან ბერნარდო – 12, 15. XV დე პირასიკაბა – 10, 16. იტუანო – 10, 17. ატლ. სოროკაბა – 9, 18. გუარანი – 9, 19. უნიაო ბარბარენსე (10 თ) – 6, 20. სან კაეტანო – 5.
ბომბარდირები: 7 – ლინკომი (ბრაგანტინო); 6 – ნეიმარი (სანტოსი), ფერნანდო ბაიანო (სან ბერნარდო).
კარიოკა. ტაკა გუანაბარა. ფინალი
ვასკო და გამა-ბოტაფოგო 0:1
გოლი: 0:1 ლუკასი (79).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბრაზილია. შტატების ჩემპიონატები: პირველი მარცხი ყველაზე ცუდ დროს