ნეიმარი ბრაზილიის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-18 ადგილზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი ნეიმარი ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ მატჩში გოლით გამოირჩა, მისმა გუნდმა კი ანგარიშით 6:0 მოიგო.

გამომდინარე აქედან, ავსტრალიის ნაკრებთან გატანილი გოლი ფეხბურთელისთვის ეროვნულ გუნდში 25-ე გახდა. ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში სულ 41 მატჩი ჩაატარა.

ამ მაჩვებელით ნეიმარი ბრაზილიის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-18 ადგილზე გავიდა.

სიას კი 77 გოლით პელე ლიდერობს, მეორე და მესამე ადგილები კი რონალდოსა (62) და რომარიოს (55) უკავიათ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული