დიახ, "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი თავის სამშობლოში ფეხბურთში არსებული ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას შეუერთდა.
საგანგებოდ შექმნილ ოფიციალურ სარეკლამო რგოლში მესის ცრემლი ჩამოსდის.
"ფეხბურთში ყველაზე მეტად ძალადობა მზარავს, ოღონდ არა - ტრავმები. როცა მოედანზე გავდივარ, სულ არ მახსოვს, რომ შეიძლება დავშავდე. ფეხბურთი სპორტის კონტაქტური სახეობაა და თითოეული თავს ისე იცავს, როგორც შეუძლია", - უთხრა მესიმ ახლახან Four Four Two-ს.