დიეგო მარადონა: პელე ყოველთვის მეორე იქნება

AutoSharing Option
დიეგო მარადონას და პელეს სიტყვიერ ომზე ახალი, აბა, რა უნდა ვთქვათ - უკვე წლებია, ეს ორი ლეგენდა ერთმანეთს პრესის საშუალებით უპირისპირდება და აცხადებს, რომ საუკეთესო სწორედ ისაა. არგენტინელი და ბრაზილიელი რამდენიმე წლის წინ სატელევიზიო შოუში შეხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს კომპლიმენტები და ხვევნა-კოცნა არ დააკლეს, მათ ურთიერთობასა და დამოკიდებულებაში მაინც არაფერი შეცვლილა.

ბოლო პერიოდში მათგან ბევრი არაფერი ისმოდა, მაგრამ როგორც ჩანს, პელეს მიერ "ოქროს ბურთის" მიღებამ დიეგო ლაპარაკის ხასიათზე მოიყვანა:

"ხალხი ამბობს, რომ პელემ "ოქროს ბურთი" ჩემამდე მიიღო. ეს
ხომ ტყუილია - მე "ფრანს ფუტბოლმა" ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის "ოქროს ბურთი" 1996 წელს გადმომცა. ასე რომ, იმის თქმა, თითქოს პელემ ეს ჯილდო ჩემამდე მიიღო, დიდი შეცდომაა,
" - განაცხადა დიეგომ.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონის თქმით, პელე ბრაზილიაშიც კი არ არის პირველი:
"ჩემთვის პელე საუკეთესო ფეხბურთელებში მარადონას შემდეგ ყოველთვის მეორე ადგილზე იქნება. წარმოიდგინეთ, ის საკუთარ ქვეყანაშიც კი არ არის პირველზე - ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენი ხომ აირტონ სენაა. პელე ყოველთვის მეორე იქნება - საერთაშორისო ფეხბურთშიც და ბრაზილიელ სპორტსმენებს შორისაც"
.

გარდა ამისა, დიეგომ ბრაზილიელს დასცინა კიდეც: "ოქროს ბურთის" გადაცემისას მან კრიშტიანო რონალდოს ნაცვლად კრიშტიანო ლეონარდო წარმოთქვა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ სადაა მისი ადგილი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული