კოპა ამერიკა 2015. I ტური: ბრაზილიამ ბოლოს იყოჩაღა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კოპა ამერიკის ერთ-ერთი ფავორიტი ბრაზილია ბოლოს ჩაება ტურნირზე და კინაღამ ისეთივე უსიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა ფანებს, როგორც ეს არგენტინამ გააკეთა. დუნგას შეგირდებმა პერუს ნაკრებთან სამი ქულა მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოიპოვეს.

მატჩის 92-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ბრაზილიის ნაკრები შეცვლაზე შესულმა დუგლას კოშტამ გაახარა. არადა, ყველაფერი დიდი მოულოდნელობით დაიწყო, ბრაზილიელთა მეკარისა და დაცვის შეუთანხმებლობით უკვე მე-3 წუთზე ისარგებლა პერუელმა კრისტიან კუევამ და დააწინაურა თავისი გუნდი. ბრაზილიამ საპასუხო შეტევაშივე გაათანაბრა, გოლის ავტორი ნეიმარია.

დუნგა (ბრაზილიის მწვრთნელი): "ამ მოგებაში დიდი წვლილი მიუძღვის ნეიმარს,
მაგრამ არ შეიძლება დაგვავიწყდეს დანი ალვეში, რომელიც დიდებული იყო, ასევე მირანდა, რომელიც გადამწყვეტ მომენტებში შესანიშნავად თამაშობდა. დანი ალვეშმა და ნეიმარმა შექმნეს გადამწყვეტი გოლი. სამწუხაროა, რომ ხუთი მოწინავე ფეხბურთელი გვაკლია, ხოლო ნეიმარი ევროპაში ამდენი თამაშით მაინც გადაღლილია. ჩვენი მიზანი სამი ქულა იყო და ამ მიზანს დღეს საბოლოოდ მაინც მივაღწიეთ".

რიკარდო გარეკა (პერუს მწვრთნელი): "ისეთი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში, რომელსაც სუპერშეტევა ჰყავს. დარწმუნებული ვარ, რომ დაცვაში კიდევ უკეთ შეგვიძლია თამაში. ახლა მხოლოდ ვენესუელასთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ, დასანანი მარცხი იყო, მაგრამ ხელების ჩამოშვება არ შეიძლება".

C ჯგუფი
ბრაზილია-პერუ 2:1
გოლები: 0:1 კუევა (3), 1:1 ნეიმარი (5), 2:1 დ. კოშტა (92)
ბრაზილია (4-2-3-1): ჟეფერსონი - დანი ალვეშAი, მირანდა, დ. ლუისი, ფილიპე ლუიში - ფერნანდინიო, ელიაში - ფრედი (75. რ. ფირმინო), ვილიანი (87. რიბეირო), ნეიმარი - ტარდელი (66. დ. კოშტა)
პერუ (4-5-1): გალიესე - ადვინკულა, ასკუესი, სამბრანო, ვარგასი (88. იოტუნი) - ბალიონი, ლობატონი, კუევა (82. რეინა), ხ. სანჩესი, ფარფანი (83. კარილიო) - გერერო
გაფრთხილება: ნეიმარი, ფ. ლუიში - გერერო, ვარგასი
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 16-8 (4-3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 16 342

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრაზილია 1 1 0 0 2-1 3
2. ვენესუელა 1 1 0 0 1-0 3
3. პერუ 1 0 0 1 1-2 0
4. კოლუმბია 1 0 0 1 0-1 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული