სენსაციური განცხადება: დიბოსის თქმით, არგენტინის ნაკრებში მწვრთნელებს მესი ნიშნავს

AutoSharing Option
კარლოს დიბოსმა, რომელიც ერთ დროს არგენტინის ნაკრებში ალფიო ბასილეს თანაშემწე იყო, სენსაციური განცხადება გააკეთა - მისი მტკიცებით, ნაკრების მწვრთნელებს ლეო მესი ნიშნავს და დიდწილად, სწორედ ის წყვეტს, ვინ გამოიძახონ ეროვნულ გუნდში და ვინ არა.

"სწორედ ამიტომ არასოდეს დანიშნავენ დიეგო სიმეონეს არგენტინის ნაკრებში, რადგან მესის არ უნდა სიმეონე ეროვნულ გუნდში", - განაცხადა დიბოსმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მესიმ ათრია? პლეიოფებში 2 გოლი გაიტანეს და არცერთი მესიმ, მთელი ნაკრები დაცვაში იდგა და იმით გააღწიეს ფინალამდე პლუს ამას საკმაოდ სუსტი მეტოქეები ყავდათ ვიდრე გერმანიას... დამარცხებული გუნდის ფეხბურთელი სად გინახავს საუკეთესო ხდებოდეს მით უმეტეს გერმანელების საოცარი ჩემპიონატის ფონზე... უბრალოდ ძალიან სუბიექტურად გადაწყდა ყველაფერი ისევე როგორც 2010 წელს მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელის შემთხვევაში!!!
musenbazi
06 მაისი 2016 17:55
0
ასეთი იდიოტობა, როგორ უნდა დაიჯეროს კაცმა. მესი კი არა ნაკრების მწვრთნელები ძლივს პოულობენ იმის დროს, რომ დაჯდნენ და გადაწყვიტონ ვინ გამოიძახონ და ვინ არა, მესის თუ მაგის დრო და თავი აქ, რომ ასეტი დამღლელ სეზონების და ვარჯიშების მერე კიდე იმაზე იფიქროს ნაკრებში, ვინ გამოიძახოს და ვინ არა ეგ კაცი კი არა რობოტი ყოფილა,DD რა თქმა უნდა დაბოღმილი კაცის ბოდიალია.
sabonis
06 მაისი 2016 16:04
0
მუსენბაზი, გახუნებული გუნდი რომ "მხრებზე მოისვა" და ფინალამდე ათრია, მაგიტომაც მიიღო საუკეთესო მოთამაშის ჯილდო!!! ეგ, დი მარია და მაჩერანო რომ არა ჯგუფიდან ვერ გავიდოდნენ!
realoba
06 მაისი 2016 15:52
0
ზუსტად მაგის თქმა მინდოდა ლევან, ფიფას პრეზიდენტსაც მესი ნიშნავდა აბა მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მესის რანაირად ეკუთვნოდა დღემდე ვერ მიმხვდარვარ!!!
musenbazi
06 მაისი 2016 13:52
0
თუ ეგრეა, იმიტომ მიდის არგენტინის საქმეები კარგად :))
levan
06 მაისი 2016 11:51
0
zgaparia chemi azrit..gamoricxuli ki araperia..puli wyvets yvelapers samwuxarod..
666
06 მაისი 2016 11:37
0

სიახლეები პოპულარული