არგენტინასთან წაგებით გაბრაზებულმა ურუგვაიმ შინ პარაგვაი გამოიჭირა და გოლებით ამოავსო. ამ შეხვედრაში ლუის სუარესმა გაიბრწყინა. "ბარსელონას" ფორვარდმა პენალტის გატანის გარდა ორი საგოლე პასი მიითვალა. არც ედინსონ კავანი დავჩაგროთ, რომელმაც დუბლი შეასრულა. პარაგვაელებს ჩილესთან მოგებით გადმომისამართებული კარგი განწყობა არ ეყოთ და მონტევიდეოში "სენტენარიოზე" შანსი არ ჰქონდათ. ოსკარ ტაბარესის გუნდმა ყველაფერი პირველსავე ტაიმში
ჩილე ვახსენეთ და, ხუან არმანდო პიცის გუნდი ბოლივიასთან სათამაშო უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა და ჩილელებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. მართალია, არც გაუშვეს, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი შვებაა, რადგან ჩილეს ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოეგო, რაც ვერ შეძლო და ძვირფასი ორი ქულა დაკარგა. ჩილე ისედაც ჩამორჩა და ეს ვერმოგება გუნდისთვის დიდი დარტყმა გახლდათ. ჩილელები მე-7 ადგილზე რჩებიან, მაგრამ სასურველ ზონას ჯერ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან.
"კარგად ვითამაშეთ და მომენტებიც გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. ცხადია, ბიჭები გულდაწყვეტილნი არიან, რადგან ამ მატჩში მოგება გვეკუთვნოდა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ორგანიზებულად იცავდა თავს და ცუდად არ გამოიყურებოდა, ბევრი მომენტი შევქმენით" - თქვა ჩილელთა თავკაცმა პიციმ.
ბრაზილიას გმირად კვლავაც ნეიმარი მოევლინა. მცველ მირანდას გოლი ასევე უკანახაზელის, მარკინიოსის ავტოგოლმა გაქვითა. ტიტე 2 ქულის დაკარგვასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ნემირმა 74-ე წუთზე გამარჯვებისა შეაგდო და "სელესაოს" ძვირფასი 3 ქულა მოუტანა.
ურუგვაი პირველ ადგილზე გადავიდა, ხოლო ბრაზილიამ მეორე ადგილზე გადაიწია, რადგან არგენტინამ და ეკვადორმა თავიანთი მატჩები ვერ მოიგეს.
"ძალიან სასიამოვნოა, რომ მოგება ისე შევძელით, რომ საკუთარი რესურსი ბოლომდე არ გვიჩვენებია. და მაინც, კარგად ვითამაშეთ და ბიჭების შემართებით კმაყოფილი ვარ. ბოლომდე ვიბრძოდით და საბოლოოდ 3 ქულა დამსახურებულად ავიღეთ. ამაში ძალიან დაგვეხმარა "ამაზონია არენაზე" შეკრებილი ფანების შემართება. მათ ჩინებულად გვიგულშემატკივრეს. თუმცა ზედმეტი ემოციურობა ზოგჯერ საზიანოა და მეტი სიმშვიდე უნდა გამოვაჩინოთ, აგრესია საჭირო არ არის, ეს ისევ ჩვენს ნაკრებს დააზიანებს. ეს არის ნაკრები, რომელსაც ბევრად მეტის პოტენციალი აქვს და იმედი მაქვს, ნელ-ნელა მოვუმატებთ" - აღნიშნა ტიტემ.
ეკვადორი პერუსთან დაეცა. კუევას პენალტი ეკვადორელთა ფანტაზისტა ბოლანიოსის პასით აჩილიერიმ კი გაქვითა, მაგრამ რენატო ტაპიას მშვენიერმა გოლმა მასპინძლები ისევ წინ გაიყვანა.
მთავარი მატჩი "ესტადიო ოლიმპიკო მეტროპოლიტანო დე მერიდასზე" გაიმართა. ვენესუელა არგენტინას წინ გაექცა და 53-ე წუთისთვის 2:0-ს უგებდა. ხუანპის ეფექტურ გოლს მეორე ჯოზეფ მარტინესმა დაამატა სალომონ რონდონის პასით.
შემდეგ ვენესუელელებს მიამიტურად ეიმედებოდათ, რომ უპირატესობის შენარჩუნებას შეძლებდნენ და უკან დაიხიეს. ედგარდო ბაუსას გუნდმა ამით ისარგებლა და თამაში გადაარჩინა. ლუკას პრატომ სხვაობა მეორე ტაიმის დებიუტშივე შეამცირა, ხოლო ნიკოლას ოტამენდიმ მატჩის მიწურულს გათანაბრება მოახერხა ანხელ დი მარიას ოსტატური თამაშის წყალობით. ბოლოსკენ "ალბისელესტემ" მოგებაც კი სცადა, მაგრამ ეს აღარ გამოვიდა.
"ფეხბურთელების შემართება შესანიშნავი იყო, მომეწონა, რომ ბიჭები არ ნებდებოდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ. ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ 2:0-ით ჩამოვრჩებოდით, მაგრამ არ დავნებდით და ბოლომდე ვიბრძოლეთ. რა თქმა უნდა, მოგება არ გვიხარია, მაგრამ კარგია, რომ უქულოდ არ დავრჩით" - განაცხადა ბაუსამ.
არგენტინას ტრავმის გამო ლიონელ მესი არ ჰყავდა და, როგორც ჩანს, ლეოს გარეშე თამაში არც ისე ადვილი ყოფილა, როგორც ბაუსას ეგონა.
ურუგვაი-პარაგვაი 4:0
გოლები: 1:0 კავანი (18), 2:0 როდრიგესი (42), 3:0 სუარესი (45-პენ), 4:0 კავანი (54)
ჩილე-ბოლივია 0:0
ვენესუელა-არგენტინა 2:2
გოლები: 1:0 ხუანპი (35), 2:0 ხ. მარტინესი (53), 2:1 პრატო (58), 2:2 ოტამენდი (83)
არგენტინა (4-2-3-1): რომერო - საბალეტა, ოტამენდი, ფუნეს მორი, როხო (83. გაიტანი) - ბილია (71. ალარიო), მასკერანო - ლამელა (67. კორეა), ბანეგა, დი მარია - პრატო
ბრაზილია-კოლუმბია 2:1
გოლები: 1:0 მირანდა (2), 1:1 მარკინიოსი (36 ს. კ.), 2:1 ნეიმარი (74)
ბრაზილია (4-3-3): ალისონი - დ. ალვეში, მარკინიოსი, მირანდა, მარსელო - პაულინიო (71. ჟულიანო), კაზემირო, რ. აუგუსტო - ვილიანი (66. კოუტინიო), ნეიმარი, გაბრიელ ჟესუსი (86. ტაისონი)
პერუ-ეკვადორი 2:1
გოლები: 1:0 კუევა (19-პენ.), 1:1 აჩილიერი (31), 2:1 ტაპია (78)
გაძევება: მ. აროიო (90)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ურუგვაი 8 5 1 2 16-5 16
2. ბრაზილია 8 4 3 1 16-9 15
3. არგენტინა 8 4 3 1 9-6 15
4. კოლუმბია 8 4 1 3 12-10 13
5. ეკვადორი 8 4 1 3 13-12 13
6. პარაგვაი 8 3 3 2 9-11 12
7. ჩილე 8 3 2 3 13-12 11
8. ბოლივია 8 2 1 5 9-13 7
9. პერუ 8 2 1 5 8-15 7
10. ვენესუელა 8 0 2 6 9-21 2
ბომბარდირები: 5 - ედინსონ კავანი (ურუგვაი); 4 - ფილიპე კაისედო (ეკვადორი), დარიო ლესკანო (პარაგვაი), არტურო ვიდალი (ჩილე).
მომდევნო ტური
7 ოქტომბერი
პარაგვაი-კოლუმბია
ბრაზილია-ბოლივია
ეკვადორი-ჩილე
პერუ-არგენტინა
ურუგვაი-ვენესუელა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"