ფიფას და ვან ბასტენს ფეხბურთის გადაკეთება სურთ?! - იდეები, რომლებიც გაჟღერდა

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსისა" და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელის, მარკო ვან ბასტენის აზრით, რომელიც ამჟამად ფიფას დირექტორის პოსტზე მუშაობს, ფეხბურთში თამაშგარეს წესის გაუქმება სპორტის ამ სახეობას წაადგება:

"საინტერესოა, როგორი იქნება ფეხბურთი თამაშგარე მდგომარეობის გარეშე. ახლანდელი ფეხბურთი ძალიან ჰგავს ხელბურთს, მოთამაშეები ხაზზე მწკრივდებიან და ნამდვილ კედელს ქმნიან. ბალახის ჰოკეიში თამაშგარე გააუქმეს და ამას პრობლემები არ მოჰყოლია. ფეხბურთიც მალე შეეგუებოდა ასეთ სიახლეს", - განაცხადა ჰოლანდიელმა გერმანულ "ბილდთან" ინტერვიუში.

ვან ბასტენი შორს მიდის და მხოლოდ თამაშგარეს წესის გაუქმებაზე არ ჩერდება. მისი აზრით, პენალტების სერიაც გასაუქმებელია. უკეთესი
იქნება, ყინულის ჰოკეის მსგავსად, ბულიტების დარტყმა: "მივცეთ თითოეულ მოთამაშეს 8 წამი, რომლის განმავლობაში მან დარტყმა უნდა შეასრულოს. ბურთი კი 25 მეტრის მანძილიდან წამოიღოს", - ამბობს ვან ბასტენი.

აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო ბულიტები პრაქტიკაში იყო 90-იანი წლების ბოლოს ამერიკაში. ბულიტებით არკვევდნენ გამარჯვებულის ვინაობას, თუ მატჩი ფრედ დასრულდებოდა.

ვან ბასტენის სხვა იდეები:

- თითოეულ მოთამაშეს სეზონში 55-60 მატჩზე მეტის გამართვის უფლება არ უნდა ჰქონდეს;
- მოედანი გაიყოს ოთხ სწორ ნაწილად;
- ყვითელი ბარათების გაუქმება და ნარინჯისფერი ბარათების შემოღება (10-წუთიანი გაძევება, როგორც რაგბიშია).

ეს ყველაფერი კარგი, სახალისო წასაკითხია, როცა ფეხბურთის ლეგენდას ასეთი იდეები აწუხებს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს მარკო ვან ბასტენის ამჟამინდელი თანამდებობაც - იგი ფიფას ტექნიკური განვითარების დირექტორია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
მოედნის 4 ნაწილად კი არა ტაიმების
გაყოფაზე ამბობს 2 ნაწილად. ე.ი.
4 ტაიმი 3 შესვენებით.
ვეტერანი
21 იანვარი 2017 21:46
0
ვისაც მოგბეზრდათ,სპორტის სხვა სახეობაზე გადადით ან სხვა რამით გაერთედ!
arsena
20 იანვარი 2017 19:32
0
რაღაცა რო უნდა შეიცვალოს ფაქტია, მოსაწყენი გახდა უკვე ფეხბურთის ყურება, იმატა მოსაწყენმა და უალამაზო მატჩებმა,ხანდახან ისე ჩაივლის მთელი თამაში ერთ ხეირიან მომენტს და კომბინაციას ვერ ნახავ...ლუდის და თევზის ხათრით უყურებენ ეხლა უმეტესობა ფეხბურთს,თორე ისე არაფერი საინტერესო აღარ ხდება, სულ ერთფეროვანი თამაშებია...
გია
20 იანვარი 2017 11:05
0
თამაშგარეს და პენალტების ნაწილში ვეთანხმები.უფრო საინტერსო გახდება ფეხბურთი.ტან მსაჯის შეცდომებიც გამოირიცხება
Gia
19 იანვარი 2017 21:18
0
რა ვიცი, ძიუდოს ვგულშემატკივრობ 1970 წლიდან,მახსენდება:მაშინდელი წესები ბევრად ჯობდა დღევანდელს(სუბიექტური აზრი). ფეხბურთი ძიუდო არაა, მას მსოფლიო უყურებს და უფრო მეტად საფრთხილოა ამდენი სიახლის შემოტანა.
დინჯი
19 იანვარი 2017 21:03
0
ვიღაცამ აზროვნება დაიწყო ფიფა-ში
რაც გასაკვირია, თამაშის ყველა წესი
შესაცვლელია ზოგიერთი ისეთი
კომიკურია პაროდიების წერა შეიძლება: ვთქვათ ქუჩაში მიდიხართ
და ვიღაცამ წიხლი გითავაზათ, მოირბინა პატრულმა და აუფრიალა
ყვითელი ბარათი. დღის ბოლომდე
კიდევ თუ ამოაკრავ წიხლს ვინმეს
სახლში წახვალ და ხვალ საერთოდ
ვერ გამოხვალ გარეთო.
ხომ მარაზმია და ეს მარაზმი 1966წ.
მერე ძალაშია. სასწრაფოს გამოძახება
რომ დაგჭირდეთ უბნის ინსპექტორს
უნდა შეუთანხმოთ? მსაჯი მივა დახედავს და მერე დართავს ნებართვას
შევიდეს ექიმი მოედანზე თუ არა.
ბევრი ალოგიკური წესია და ყველა
გამოსასწორებელია, მაგრამ არ უნდათ.
ვეტერანი
19 იანვარი 2017 20:32
0
ბარემ გამოვიდეს და თქვას ფეხბურთს აღარ უყუროთო... არ ვიცი შეიძლება ზოგს 8-5 ან 9-8 მოეწონოს ანგარიშად მაგრამ პრემიერლიგური 1-0 მირჩევნია...
effe
19 იანვარი 2017 19:24
0
ყვითელი ბარათის ფერის შეცვლა ვერ გავიგე რა საჭიროა, ისე 10 წუთიან გაძევებას ვემხრობი.
papa
19 იანვარი 2017 19:15
0
მოედნის ოთხად გაყოფა ვერ გავიგე, დანარჩენი კი მგონია ფეხბურთის მომავალი განვითარებისათვის წინადადგმული ნაბიჯი იქნება.
ჩოგანა გორელი
19 იანვარი 2017 15:23
0
ორი წლის უკან,წელსაც,ფიფა-ს, უეფა-ს და
ჩვენს ფედერაციას მოვთხოვე
გაეცათ პასუხი იმ 10 ცვლილებაზე
წესებში, რომელიც ამ თამაშს სულ
სხვა განზომილებაში გადაიყვანდა,
პასუხი მივიღე კურიოზული "გადავწყვიტეთ არ გიპასუხოთო".
იმ 10 სიახლეში იყო თამაშგარეს
გაუქმება ან მარტო საჯარიმოში
დატოვება. ყვითელი და წითელი
ბარათის გაუქმება, 11 მეტრიანის
დანიშვნა სეიოზული დარღვევისათვის,
მიუხედავად დარღვევის ადგილისა.
მოთამაშეთა გამოცვლაზე და უკან
დაბრუნებახე რაიმე შეზღუდვის მოხსნა. ყოველ წელს კონტინენტების
ჩემპიონატების ჩატარება ყველას
მონაწილეობით და იმავე წელს
საუკეთესო გუნდებით მსოფლიო
ჩემპიონატის ჩატარება. რა თქმა უნდა ვიდეო რეფერი, გუნდებიდან თითო წარმომადგენელთან ერთად მომუშავე და ყველა უსამართლო გადაწყვეტილების გაუქმების უფლებით,
თამაშის გაჩერების გარეშე. ფრეს
გაუქმება დამატებითი მონაცემის
შემოღებით, ან სტუმარი გუნდისათვის
1ქულის მიმატება, რომელიც ახლა
იკარგება.........
ეს და კიდევ სხვა ბევრი სიახლე
დიდი ხანია არსებობს, 2013 წლის ივნისში ჩავატარე საჩვენებელი მატჩი,
განსხვავებული წესებით, რომელიც
8:5 დამთავრდა. ბასტენის იდეაზეც
არ იკადრებს ჩვენი ფედერაცია პასუხის გაცემას???
ვეტერანი
19 იანვარი 2017 14:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული